კოვიდის სტატისტიკა საქართველოში

11 ოქტომბერი 2020, 18:36 1647 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით დღეს 7 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ის სულ 523 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონის სტატისტიკას, აჭარაში გარდაიცვალა სამი,ხოლო დაინფიცირდა 172 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 181-ს შეადგენს.

რეგიონში გარდაცვლილთაგან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ერთი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. ექიმების ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 533 პაციენტი მკურნალობს, მათგან რეანიმაციულ განყოფილებაში 48 პაციენტია მოთავსებული. სასტუმროებში 911, ბინაზე კი ათასამდე კოვიდდადებითი პირი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ინფიცირებულებს შორის 106 არასრულწლოვანი და 24 ორსულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში