აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლს შეწყვეტენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა გაახმოვანა.
ცეცხლი დღეს 12 საათზე უნდა შეწყვეტილიყო. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლების შუამავლობით არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ათ საათზე მეტხანს გაგრძელდა.