საფრანგეთსა და იტალიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

06 ოქტომბერი 2020, 11:45 1086 ნახვა

ქარიშხალ „ალექსის“ შედეგად საფრანგეთისა და იტალიის მოსაზღვრე რეგიონებში გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, 20-ზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. როიტერ-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექებმა დასახლებული პუნქტები დატბორა.წყალმოვრდნამ ათობით სახლი და ხიდი გაანადგურა. მაშველებმა სახიფათო ზონებიდან თავშესაფარში 400-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოებში სულ 1 000-ზე მეტი მაშველია ჩართული.მედიის ინფორმაციით, ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს. სინოპტიკოსები უხვ ნალექს კიდევ რამდენიმე დღე ვარაუდობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში