ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბურთი ისევ მსაჯს გაარტყა

06 ოქტომბერი 2020, 10:55 1143 ნახვა

საფრანგეთში როლან გაროსის მიმდინარეობისას მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ბურთი ისევ მსაჯს გაარტყა.

რამდენიმე კვირის წინ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობაზეც მოარტყა ბურთი მსაჯს, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. პირველი სეტი მიმდინარეობდა, როცა სერბს არ გაუმართლა და მისგან ასხლეტილი ბურთი მსაჯს სახეში მოხვდა. ამ შემთხვევაში ნოლე სკანდალს გადაურჩა და ტურნირიდანაც არ მოკვეთეს.

პირველ შემთხვევაში ამერიკის ღია პირველობაზე მომხდარი ინციდენტის გამო მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მაშინ ინციდენტი უშუალოდ გათამაშების დროს არ მომხდარა და ამიტომ სერბი დასაჯეს.

როლანდ გაროსის მერვედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარტივად სამ სეტში 6:4, 6:3, 6:3 კარენ ხაჩანოვი დაამარცხა. სერბის მეტოქე შემდეგ ეტაპზე ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი