დაკარგული მძღოლის სამძებრო სამუშაობის მეხუთე დღე

05 ოქტომბერი 2020, 12:00 1012 ნახვა

მეხუთე დღეა  მაშველები  უშედეგოდ ეძებენ მდინარე ,,მეჯინისწყალში“ დაკარგულ მალხაზ ჯაფარიძეს.  უამინდობა სამძებრო სამუშაოებს  ართულებს. მაშველები დაკარგულ კაცს მდინარე მეჯინისწალსა და  ზღვაში ეძებენ. მობილიზებულია  მეხანძრე მაშველების რამდენიმე ბრიგადა.

პირველ ოქტომბერს სოფელ ,,სატეხიაში“  უეცრად მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად მალხაზ ჯაფარიძე  მდინარეში მანქანით გადავარდა.  ავტომობილი იმავე ღამით ამოიყვანეს თუმცა მძღოლს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი