24  გარდაცვლილი და 111 დაშავებული  დაპირისპირების შედეგად - აზერბაიჯანის  საგარეო უწყება

04 ოქტომბერი 2020, 18:10 1519 ნახვა
00:00
00:00

სომხეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის  შედეგად ამ დროისთვის დაღუპულია 24  აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილია 111 ადამიანი - ამ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ცნობით მინისტრი ჯეიჰუნ  ბაირმოვი  ეუთოს მინსკის ჯგუფის ფრანგ თანათავმჯდომარეს სტეფან ვისკონტის ესაუბრა ტელეფონით და რეგიონში არსებული რთული ვითარება გააცნო, ვისკონტიმ კი ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, დაჭრილია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას პირადად ხელმძღვანელობდა. სომხეთი კი არუთინიანის დაჭრის ფაქტს დეზინფორმაციას უწოდებს. მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი