სტიქიიდან სამი დღის შემდეგ მაშველები ისევ მდინარე ,,მეჯინისწყალში“ ეძებენ დაკარგულ მალხაზ ჯაფარიძეს. სამუშაოები დილის 7 საათზე განახლდა. პარალელურად სამძებრო პროცესი გრძელდება ზღვაშიც. პროცესში კატარღა და დრონია ჩართული.
პირველ ოქტომბერს სოფელ ,,სატეხიაში“ უეცრად მოვარდნილი ღვარცოფის გამო მალხაზ ჯაფარიძე მდინარეში მანქანით გადავარდა. ავტომობილი იმავე ღამით ამოიყვანეს თუმცა მძღოლს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია.