კორონავირუსი დაუდასტურდა ტელეკომპანია „იმედი“ს თანამშრომელს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „იმედმა „გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ამჟამად ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არხი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.დილის გადაცემის თანაწამყვანმა ზურა ბალანჩივაძემ ინფიცირების შესახებ ფეისბუქ გვერდზეც დაწერა. იმედი აღნიშნავს, რომ სიმპტომები ყელის მსუბუქი ტკივილითა და გადაღლილობით დაეწყო. არ ჰქონდა ტემპერატურა და იმყოფებოდა ტელეკომპანია „იმედის“ შენობაშიც.