ცესკომ ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დაიწყო

02 ოქტომბერი 2020, 19:00 1155 ნახვა

ცესკომ  ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დაიწყო.  მათი საშუალებით თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებისა და მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია მიიღოს,  როგორც ელექტრონული წესით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა სიაში.ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია ქართულ, ხოლო შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. თუ 11 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას 13 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლია წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი