ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

01 ოქტომბერი 2020, 15:48 2159 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 82 წლის მამაკაცია. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში მკურნალობდა.

"პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტმებრიდან მკურნალობდა.

დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავადება: გულის მწვავე უკმარისობა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოს მასშტაბით ეს უკვე კორონავირუსით გარდაცვალების 41-ე შემთხვევაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი