საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, განცხადებით, აჭარაში წინა დღესთან შედარებით კორონავირუსის შემთხვევები მცირედითაა გაზრდილი.
თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებების ეფექტი გარკვეული გარკვეული დროის შემდეგ გამოიკვეთება.
„აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით მცირედი ზრდაა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომლებიც აჭარაში დავიწყეთ, ახერხებს აჭარაში ეპიდემიიის გავრეცელების სტაბილიზაციას, თუმცა სრული სურათის დანახვას გარკვეული დრო სჭირდება.
დაგვემატა 200-მდე გამოჯანმრთელებული. მათ დატოვეს საკარანტინო სასტუმროები, ასევე ბინაზე შეჩერდა მათი მეთვალყურეობა და გაეწერენენ ჰოსპიტლებიდანაც. დღეს ჩვენთვის მთავარი აქცენტი არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაძლიერება, როგორც პირველად ჯანდაცვაში, ასევე ჰოსპიტალში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, რაა იქ რეანიმატოლოგების ჯგუფი გაძლიერდეს.
თბილისიდან ჩაერთვება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდი, ასევე ინფექციური საავადმყოფოს გუნდი ჩართულია. თავად მარინა ეზუგბაია გახლდათ რეგიონში და სათითაოდ შეისწავალა თითოეული პაციენტი. თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ თავი გაართვას საშუალო და მძიმე შემთხვევის მართვას.
დაემატება ონლაინ კლინიკები პირველადი ჯანდაცვისთვის, გუშინ შევხვდით ოთხი პირველადი ჯანდაცვის ქსელის თანამშრომლებს და ისინი მზად არიან, ბინაზე მართონ თავიანთი პაციენტები, თუ კი მათ კოვიდი დაუდასტურდათ. ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოცდილი კლინიკები კონტაქტში იყოს ახალ კლინიკებთან, რათა სამედიცინო მომსახურების ხარისხი იყოს თანაბარი და გამოცდილების ურთიერგაზიარების შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.