აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 

01 ოქტომბერი 2020, 11:19 1243 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 194 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1300-ზე მეტია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.

"ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამატებით მობილიზდა 20 რეანიმაციული საწოლი. ჯამში 45 ინტენსიური თერაპიის რეანიმაციული საწოლი გაუწევს მომსახურებას საჭიროების მქონე პაციენტებს.

სიტუაცია არის აბსოლუტურად კონტროლირებადი, ყველა დადასტურებული შემთხვევა არის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ეპიდემიოლოგიური ბრიგადა მათ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. 

კოვიდ კარანტინებში მყოფი პირების რაოდენობა არის 910-ზე მეტი, რაც სეეხება ონლაინ მეთვალყურეობას, ოჯახის ექიმები მიედევნებიან 700-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობას. 

უსიმპტომო პირებისთვის მეათე დღის შემდეგ მოხდება მათი მეთვალყურეობის ზონიდან ჩახსნა და საავადმყოფოდან  და კოვიდ კარანტინებიდან გაწერა"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკებში არის 515 პაციენტი და ყოველდღიურად თავისუფალ საწოლთა რაოდენობა მერყეობს 70-დან 90-მდე და ეს ციფრი ცვალებადია. მისივე განცხადებით  რეანიმაციული 24 პაციენტია, მათ შორის 6 ხელოვნური სუნთვის აპარატზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი