საქართველოში კორონავირუსით დღეს სამი პაციენტი გარდაიცვალა. ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა ახალ პიკს მიაღწია, დღეს კოვიდ 19-ის 326 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი 6 192-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში არსებული ახალი მონაცემების მსგავსად პიკს მიაღწია ინფიცირებულთა რაოდენობამ აჭარაშიც - რეგიონში კოვიდ 19-ის კიდევ 235 შემთხვევა გამოვლინდა.