საქართველოში კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა

29 სექტემბერი 2020, 12:51 1681 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია  stopcov.ge-ზე განახლდა. 

კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 70 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა. ექიმების თქმით, მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, სხვა თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

დღეს კორონავირუსით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. 33-ე პაციენტი 55 წლის ქალი იყო, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

დღეს, 29 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი