დღეს, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა - ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
დილით კი ცნობილი გახდა, რომ covid-19-ს სამი პაციენტი ემსხვერპლა. მათ შორის ორი მოქალაქე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.