მაღალმთიან აჭარაში სამთო ველობილიკი მოეწყობა

27 სექტემბერი 2020, 12:10 1436 ნახვა

მთიან აჭარაში პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ახალი ველობილიკი მოეწყობა. 6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დააკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან  ერთად, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ახალ ველომარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტოპარკინგი, წყლის პუნქტები, საპირფარეშოები, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაცია იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი