კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღეს სამასს მიუახლოვდა, აქედან 166 აჭარაში დაფიქსირდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც ჩვენი რეგიონიდან ქუთაისში იყო გადაყვანილი, მას თანმდევი გართულებები ჰქონდა. სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
დღეს ახალი შემთხვევა გამოვლინდა პენიტენციურ სისტემაშიც, უწყებაში აცხადებენ, რომ ვირუსი დაუდასტურდა თანამშრომელს რომელიც ამანათებს არიგებდა, შესაბამისად მას პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.