25 დაღუპული- ავიაკატასტროფა უკრაინაში

26 სექტემბერი 2020, 12:05 1388 ნახვა

ბოლო მონაცემებით,  უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 27 ადამიანი იმყოფებოდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 22 დაღუპულის შესახებ. ცნობილია, რომ ორი გადარჩენილი  მოქალაქე მძიმედაა დაშავებული და საავადმყოფოში მკურნალობენ.  

როგორც ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი კუჩერმა განაცხადა, კატასტროფამდე მფრინავმა გააგზავნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მარცხენა ძრავი დაზიანდა.  უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი დღეს ხარკოვში ჩასვლას გეგმავს. უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი გუშინ ჩამოვარდა. კატასტროფა ხარკოვის რეგიონში განიცადა. დაღუპულთა უმეტესობა ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში