ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური ჩაიკეტა. გადაადგილება კორონავირუსით დაინფიცირების მატების გამო შეიზღუდა. მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდკვლევა. შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც.
დაბა ლაითურში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გურიაში სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა.