საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 სექტემბერი 2020, 10:58 1339 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

განახლებული მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა კი 62-ით გაიზარდა და 1705-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 25 ადამიანია გარდაცვლილი. 

„დადასტურდა 259 ახალი შემთხვევა, რაც შეეხება გადანაწილებას რეგიონების მიხედვით, კვლავ ლიდერობს აჭარა, 164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში შედარებით მცირე, 34 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში 22 შემთხვევა გვაქვს, აქედან 15 ქუთაისია, 3 - წყალტუბო, თერჯოლა და საჩხერეში თითო პაციენტია ახალი კოვიდინფიცირებული, ბაღდათში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა, გორში-1, მარნეულში-1, მცხეთაში-1, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5 შემთხვევა“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 640 მოქალაქე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში