ბათუმის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა. დაინფიცირებული პირები ადმინისტრაციაში დასაქმებულები არიან.
სასამართლოს მენეჯერის ინფორმაციით, პისიარ ტესტი ჩაუტარდა ყველა თანამშრომელს და ვირუსი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ არცერთ პირს არ დაუდასტურდა.
ეპიდვითარების გამო სასამართლო სხდომები დისტანციურად მიმდინარეობს.