სამშობიარო სახლში ორ კოვიდინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

23 სექტემბერი 2020, 19:19 778 ნახვა

კოვიდმიმღებ სამშობიარო სახლში  დღეს   2 კოვიდდადებით ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა , მედიკოსების განმარტებით  როგორც დედები ისე ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ. ჩვილებს ''კოვიდ 19“  - ზე  ტესტებს ხვალ  აუღებენ. ისინი  იზოლირებულად არიან.    კლინიკაში  25 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს და  კიდევ 5 ადგილია თავისუფალი .  ბოლო 24 საათში  ჩვილი, 7 თვის  კოვიდინფიცირებული მოათავსეს ინფექციურ საავადმყოფოში,   სადაც 61 პაციენტი, მათგან  34 არასრულწლოვანი მკურნალობს.  მძიმე პაციენტები  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  ჰყავთ,სადაც 138 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.  საავადმყოფოში  კიდევ 30  თავისუფალი ადგილია.

კოვიდმიმღებია ,,ბაუ“,  სადაც 100 პაციენტი ჰყავთ და ადგილები ამოეწურათ.  თავისუფალი ადგილები  არის ქობულეთის  კოვიდ კლინიკებში, აქ მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის  მდგომარეობა სტაბილურია. აჭარის 8  კოვიდცენტრში  სულ  480  პაციენტი მკურნალობს, 660  კოვიდინფიცირებულს კი ე.წ. კოვიდ სასტუმროებში აკვირდებიან. 

რამდენიმე  ინფიცირებულებს კი რომლებსაც დაავადება მსუბუქი ფორმით აქვთ, ბინაზე მკურნალობენ, პროტოკოლის თანახმად  ექიმებს  მათთან ონლაინ კომუნიკაცია  მუდმივ რეჟიმში  აქვთ .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი