კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება. მხოლოდ დღეს 227 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. მათგან 165 ინფიცირებული აჭარაშია. ეს არის ყველაზე მაღალი ციფრი, აქამდე დადასტურებულ შემთხვევებს თუ შევადარებთ.
რეგიონში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს 8 სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ. მათ ნაწილში ახალ პაციენტს ვერ მიიღებენ, რადგან ადგილები არ არის. მაგალითად უკვე სრულად შეივსო საწოლფონდი კლინიკა ,,ბაუში“.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 2 პაციენტი, მათ შორის ერთი აჭარაში.