ეკონომიკა ვეღარ ჩაიკეტება - ნათია მეზვრიშვილი

22 სექტემბერი 2020, 15:41 1146 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მოქალაქეებმა ჯარიმების გარეშეც უნდა შეასრულონ რეკომენდაციები, რომელსაც სპეციალისტები გასცემენ. სასურველია პირბადის ტარება როგორც დახურულ სივრცეში, ასევე გარეთ, ადამიანებთან ხანგრძლივი კონტაქტის დროს. 

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

''აუცილებელია მოქალაქეებმა ზედმიწევნით დაიცვან წესები. ქვეყნის მაშტაბით შემთხვევების ზრდა იქნებოდა, მას შემდეგ რაც  ეკონომიკური შეზღუდვები შევამსუბუქეთ. ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში გასაკვირი არაფერია. ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა. ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს. გამოიჩინეთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხიმგებლობა. პირბადე უნდა ატაროთ არა მარტო შენობის შიგნით, არამედ გარეთაც, როდესაც ადამიანებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. 

დღეს გამოვლინდა 218 შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ორი მოქალაქე. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი  ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში შეიძლება იყოს, ეს ბუნებრივია  დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე ამა თუ იმ რეგიონში“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი