ბათუმში საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება. დაზიანებული ფრესკების ნაწილს რეკონსტრუქცია, ნაწილს კი კონსერვაცია ჩაუტარდა.
სპეციალისტების განმარტებით, ავთენტურობა მაქსიმალურად შენარჩუნდა. მათთვის რთულად შესასრულებელი სამუშაო ტაძრის დასავლეთი ნაწილი აღმოჩნდა, სადაც სახურავიდან ჩამოსულმა წვიმამ ფრესკები ყველაზე მეტად დააზიანა.
ტაძრის შიდა კედლების რეკონსტრუქციის შემდეგ, რესტავრაცია ჩაუტარდება დაზიანებულ ბათქაშს, სახურავსა და ვიტრაჟებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შესაბამისი დოკუმენტი უკვე შეიძინა, რაც სამუშაოებისთვის საჭირო თანხის განსაზღვრას გულისხმობს.