მსოფლიო ლიდერები დღეს გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავს პანდემიის გამო ვირტუალურად აღნიშნავენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, პანდემიამ მსოფლიოს სისუსტეები გამოააშკარავა.
წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეა ნიუ იორკში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების გარეშე ჩაივლის. ქვეყნის პირველი პირები ვიდეომიმართვებს ჩაწერენ, რომელსაც გენერალური ასამბლეის დარბაზში აჩვენებენ.