გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4 000-მდე პისიარ ტესტი, აქედან გამოვლინდა 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღეს არსებული მონაცემებით სამედიცინო დაწესებულებებში 519 პაციენტი მკურნალობს. საკარანტინო სივრციდან გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 34 პაციენტი. სტაციონარი დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა.