აჭარაში კოვიდმიმღები კლინიკების უმრავლესობაში ადგილები აღარ არის

16 სექტემბერი 2020, 15:12 1828 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ოჯახის 4 წევრი ქობულეთში. ისინი სოფელ ალამბრიდან არიან და უკვე  კოვიდმიმღებ ცენტრში  გადაიყვანეს.  შეიძლება ითქვას, რომ ამ პაციენტების შემდეგ ორივე კლინიკამ რომლებიც ქობულეთში კოვიდ დადებით ადამიანებს მკურნალობენ პაციენტების მიღება შეაჩერეს. არც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და არც კლინიკა ბომონდში ადგილები აღარ არის.  

ბოლო  24  საათში  აჭარაში  144  ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  მათგან   9 რეანიმაციაშია,  4-ის მდგომარეობა კი  მძიმეა. სულ აჭარაში 6 კლინიკაა, რომლებშიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი