გზის რეაბილიტაცია შემოერთებულ ტერიტორიებზე

16 სექტემბერი 2020, 10:50 240 ნახვა

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე, იქ სადაც გზები მოსაწესრიგებელია ბეტონის საფარს აგებენ. ბათუმის  მერიის ინფორმაციით, ამ  დროისთვის  სამუშაოები 41 მისამართზე მიმდინარეობს.   სხვადასხვა  ადმინისტრაციულ ერთეულში გზების მოსაწესრიგებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა. 

პარალელურად, გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სვიმონ კანანელის ქუჩაზე  წყალარინების ახალ ქსელზე ინდივიდუალური დაერთების სამუშაოები დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში