ახალი ანტირეკორდი საქართველოში და კლინიკების მობილიზება კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად. იმისთვის, რომ კოვიდ მიმღებ ცენტრებში მძიმე პაციენტებისთვის ადგილი იყოს, უსიმპტომოები საკარანტინო სივრცეებში გადაჰყავთ.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ზრდის მიუხედავად ექიმები სიმშვიდისკენ და რეგულაციების შესრულებისკენ მოგვიწოდებენ.