საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

15 სექტემბერი 2020, 10:41 2068 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 2562 გახდა. ინფორმაცია stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, 170 ახალი შემთხვევიდან, 88 არის დადასტურებულთან შემთხვევებთან კონტაქტი, 50 არის მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენი ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევებია რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

"170 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: 124 აჭარას უკავშირდება, 20თბილისი, 13 იმერეთი, 6 სამეგრელო-ზემო სვანეთი ზუგდიდი, 3 გურია-ოზურგეთი, 3 მცხეთა-მთიანეთი, 1 ცაგერი.

დღეს ქვეყანაში კიდევ 11 გამოჯანმრთელებული გვყავს. 1154 პაციენტი მკურნალობს კლინიკებში და სასტუმროებში.

ივნისში საქართველოში 806 PCR ტესტი ჩატარდა, ივლისში-1412, აგვისტოში-1527, 14 სექტემბრის ჩათვლით კი 1506 ტესტი ჩატარდა. იმედია ყველა ცხელ წერტილში, განსაკუთრებით აჭარაში დაავადების ლოკალიზება მოხდება"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1369. კორონავირუსის შედეგად კი 19 მოქალაქე გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 6633 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში