ბათუმში, მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბენეფიციარს და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი. დაწესებულებაში კი, კარანტინია გამოცხადებული.
ამ დროისთვის, თავშესაფარში 120 ხანდაზმული ცხოვრობს.
ჯერ-ჯერობით მათი ინფიცირების წყარო უცნობია.