ინფიცირებულ პაციენტს, საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუვიდა, სადაც ეწერა, რომ მას ვირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ბექა ხალვაში სოციალურ ქსელში წერს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბათუმში კლინიკაშია მოთავსებული მსგავსი შემთხვევით კიდევ ერთი პაციენტი.
რამდენად არსებობს ცდომილების შანსი, ინფექციონისტებსაც ვკითხეთ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზის შანსი არსებობს, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანილი ყველა პაციენტი ინფიცირებულია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გავრცელებული სმს-ის შინაარსს „ფეიკ-ნიუსები“ უწოდეს.