რეგულაციების მაქსიმალურად დაცვა- უცვლელი რეკომენდაცია

13 სექტემბერი 2020, 12:24 1159 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული რეგულაციების  მაქსიმალურად  დაცვისაკენ მოუწოდებს მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის დირექტორი. 

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ   ვირუსის შეკავება აღარ მოხდება იმ შემზღუდავი ღონისძიებებით, რაც გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ დააწესა.  მისივე თქმით, ახლა  საზოგადოებამ  ამ  ვირუსთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლოს და სამედიცინო სექტორთან ითანამშრომლოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში