აჭარაში ინფიცირების 14 ახალი კერა გამოჩნდა

11 სექტემბერი 2020, 11:17 4818 ნახვა

გასულ დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გამოჩნდა 14 ახალი კერა, სადაც ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ფართო გავრცელებაზე მიანიშნებს. 

15 შემთხვევის წყარო კი ამ ეტაპზე უცნობია. 

რუსუდან შავიშვილის განცხადებით ინფიცირებულებს შორის არიან სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები, კლინიკის და ასევე სხვა დაწესებულებების თანამშრომლები. 

''4 იმპორტირებული შემთხვევაა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დაუდასტურდათ. 4 ცნობილ კლასტერებთან დაკავშირებულია, 4 ''ხოფის ბაზრობას'', ორი ''ნოვას'', ორი ელიტ ელექტრონიქსს, ერთი შემთხვევაში კი ინფიცირებულია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი. 10 უკვე არსებულ კალსტერებთან დაკავშირებულია და ეს ოჯახური კონტაქტებია. 

14 ახალი არეალი გამოჩნდა, სადაც არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ გვიჩვენა ფართო გავრცელების დიაპაზონი გვიჩვენა.  

15 გახლავთ უცნობი შემთხვევაა, მათ შორის არის სამედიცინო დაწესებულებები. კვლევები ჯერ არ არის დასრულებული. ეს არის ის მონაცემები რაც ამ დროისთვის გვაქვს. გამოიკვეთა ახალი ლოკაციები, ეს არის ''თერა მოტორსი'', სადისტრიბუციო კომპანია, კლინიკა როკო და ა.შ. არის საოჯახო ტიპის საწყობი, არის დისტრიბუცია, სადაც 3-4 პირია, ასევე დიდი კოლექტივიც, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებები, რომლების კვლევაც უნდა დასრულდეს დღის ბოლომდე. ეს არ არის გაქცევა, არამედ ლოგიკური განვითარება ამ დაავადების. ტესტირების გაფართოებამ მოგვცა ეს შედეგი'' - განაცხადა შავიშვილმა. 

11 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 146 პაციენტი, გუშინ 8 ინფიცირებული გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში.

''ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად გამოჯანმრთელების ფაზაში არიან. ორი განულებული ტესტირება 24 საათიანი შუალედით მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მათ დატოვონ კლინიკა. მიმართვიანობა პოლიკლინიკურ ქსელში კვლავ გრძელდება, გუშინ ჩატარებული იყო 600-ზე მეტი ტესტი, კარვები ისევ ფუნქციონირებს და იქ დაახლოებით 1600 ტესტია ჩატარებული"- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტების კითხვაზე თუ ხოფის ბაზრობას დაემატა 4 ახალი შემთხვევა, რის საფუძველზე მოხდა ბაზრობის გახსნა?

რუსუდან შავიშვილი შემდეგნაირად პასუხობს: ''ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ვერ მიიღებს. ჯერ არ იყო ხოფის ბაზრის გახსნაზე საუბარი და ამიტომ ეს პასუხი ჩვენგან არის ღია''.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში