ენმ: ქართული ოცნება საუბნო კომისიების დაკომპლექტებას საკუთარი აქტივით ცდილობს

10 სექტემბერი 2020, 14:02 1174 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა “  „ქართულ  ოცნებას“ საუბნო საარჩევნო კომისიების საკუთარი მხარდამჭერებითა და ნათესავებით დაკომპლექტების მცდელობაში ადანაშაულებს.  განცხადება დღეს გია აბულაძემ გააკეთა. ამბობს,  რომ მათ ხელთ აქვთ ოცნების შტაბიდან მოპოვებული იმ ადამიანების სია, რომლებიც  მმართველი პარტიის დავალებით  საუბნო  კომისიებში უნდა აირჩიონ ოლქებმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თან ჰქონდა ასევე  სიაში მყოფი რამდენიმე პირის სოციალური ქსელიდან ამოღებული ფოტო მასალა რომელშიც ისინი მაღალი თანამდებობის პირების აქტივობებს აზიარებენ. 

გია აბულაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს საკითხით დაინტერესდნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ადამიანები კომისიის წევრებად წლების განმავლობაში მუშაობდნენ და მათი მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი