აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგიონში გამოვლენილი 27 ახალი შემთხვევიდან 16-ის წყარო უცნობია. სამი შემთხვევა ბათუმის სამშობიარო სახლს უკავშირდება, ერთი''ხოფის ბაზრობის'' თანამშრომელია. ორი კი ''დონას'' ოჯახური კონტაქტი.
რუსუდან შავიშვილის თქმით, ინფიცირებულებს შორის ორი საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელია. კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა მაღაზია ელიტ ელექტრონიქსში დასაქმებულს.
ბოლო 24 საათში ვირუსის ასევე დაუდასტურდა ტაბიძის ქუჩაზე მდებარე, სახელოვნებო სკოლის პედაგოგს. ინფიცირებულებს შორისაა ''ნოვას'' თანამშრომელი და ერთი პირია კარანტინიდან.
"კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში გამოვლინდა. აქედან შემთხვევათა ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია და ძირითადად ის გახლავთ ოჯახური კონტაქტები, ესენია ხოფის, სამშობიაროს და ყველა გუშინ გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები. 16 კონტაქტი არის უცნობი, მათ შორის ერთი კარანტინიდანაა, ასევე არის წინა დღეებში გამოვლენილი უცნობ შემთხვევეთან კონტაქტები.
პაციენტების რაოდენობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 122. 18 ინფიცირებული, რომლებიც არიან მინიმალური სიმპტომატიკის მქონენი გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. ისინი არიან 24 საათიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. პირები, რომლებიც თავდაპირველად მოხვდენ კოვიდ კლინიკაში და დაავადების დაწყებიდან არაუადრეს მე-8 დღისა თუ არ გამოუვლინდებათ სიმპტომატიკა ისინი იქნებიან გადაყვანილნი ამ საკარანტინო სივრცეში, მე-12 დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება და 24 საათიან შუალედში თუ განმეორებითი ტესტირებაც იქნება უარყოფითი ისინი დატოვებენ საკარანტინო სივრცეს და გადავლიან თვითიზოლაციაში. გვაქვს შემთხვევები, როცა ადამიანს არაფერი არ აწუხებს, თუმცა ლაბორატორიული დასკვნით მათ კორონავირუსი უდასტურდებათ.
დღევანდელ ჩამონათვალში ახალი კლასტერი და კერა არ არის თუ არ გავითვალისწინებთ იმ 16 უცნობ შემთხვევას, დანარჩენები ყველა არის უკვე დაანონსებულ კლასტერებთან კონტაქტები. ერთი იყო დადასტურებული საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელი და იმასთან იყო აფელირებული, ეს არის სამშობიაროს ოჯახის წევრები და ა.შ.
ჩვენ გუშინ გავაფართოეთ ლოკალური ტესტირება იმის მიხედვით თუ რომელი დაწესებულებიდან იყო დადასტურება ეს იყო: მაღაზია"ნოვა", სამშობიარო სახლი, "ელიტ ელექტრონიკსი, სახელოვნებო სკოლა. თვითონ ამ დაწესებულებათა მენეჯერებმა და ადამიანებმა და თანამშრომლებმა გამოიჩინეს ძალიან მაღალია პასუხისმგებლობა, აქტიურად თანამშრომლობდნენ ეპიდემიოლოგებთან და გვეხმარებიან'' - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე რეგიონი ჩაკეტვის საფრთხის წინაშე არ დგას.