აქცია ქობულეთში

08 სექტემბერი 2020, 18:41 1688 ნახვა

საპროტესტო აქცია ქობულეთში. მოქალაქე ხათუნა ბრეიზილ-წერეთელი ამბობს, რომ ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრი მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აშენდა და საკუთრების დაბრუნებას ითხოვს. რუსთაველის და ყაზბეგის ქუჩების კვეთაში, ყოფილი „ტურბაზის“ ტერიტორიაზე დავა წლებია გრძელდება.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქე ხათუნა ბრეიზელმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2018 წელს მიმართა 9 აპრილის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების თაობაზე, კომისიამ 2019 წელს განიხილა აღნიშნული საკითხი და მოქალაქეს უარი ეთქვა.

მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მასზე განთავსებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი.

ამ საკიხთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურმა, აჭარის მაუწყებელს წერილობითი კომენტარი მიაწოდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ;

“გაცნობებთ, რომ სერვისების განვითარების სააგენტომ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიზნით მიწის გამოყოფის თაობაზე 2018 წელს მიმართა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა განიხილა სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართვა და 2019 წელს მშენებლობისთვის, აღნაგობის უფლებით გადასცა უფლებრივად უნაკლო მიწა, რომელზეც იმავე წელს აშენდა და წარმატებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 250 სახელმწიფო სერვისს აწვდის” - ნათქვამია, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი