აჭარა წითელი ზონა გახდა - კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა

08 სექტემბერი 2020, 15:00 2921 ნახვა

ახალი კოვიდ კერები აჭარაში და დაკარგული მწვანე ზონის სტატუსი. მარინა ეზუგბაია, ამბობს, ამის მიზეზი რეგიონში ბოლო დღეებში, გაზრდილი კოვიდ შემთხვევებია. დღეს რეგიონში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ცნობილი გახდა, რომ ვირუსი დაუდგინა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს, რის გამოც უწყებამ მოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა.  კიდევ ერთი კერა - ე.წ. ხოფის ბაზრობაა, სადაც მიმდინარეობს მოვაჭრეების ტესტირება.  ასევე კოვიდ-19 დაუდგინდა ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს. პირი მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში. საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შეიძლება ითქვას, რომ აქამდე დაფიქსირებულ შემთხვევებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი