ალეკო ელისაშვილის პარტია „ მოქალაქეების“ მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე ცნობილია. პოეტი გენრი დოლიძე - საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებს.
პოლიტიკოსი გიორგი მასალკინი კიდევ ერთხელ, ახლა უკვე სხვა პარტიიდან შეეცდება კიდევ ერთხელ მოიპოვოს უმაღლესი საბჭოს სადეპუტატო მანდატი. იგი წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში კოალიცია „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა, მოგვიანებით მან რესპუბლიკური პარტია დატოვა და შენების მოძრაობაში გადაინაცვლა, ახლა კი „მოქალაქეების“ პარტიაში წევრად არ გაფორმებულა, თუმცა გუნდის წევრობას იდეოლოგიური თანხვედრით ხსნის.
ხელვაჩაურის მაჟორიტარად პარტიულმა ლიდერმა გიორგი გაბაიძე შეარჩია, რომელიც საკარანტინო სივრცეშია ამ დროისთვის და წარდგენას ვერ დაესწრო. ალეკო ელისაშვილის თქმით, პარტია აქცენტს არა ცნობილ პოლიტიკოსებზე, არამედ ახალ სახეებზე გააკეთებს.