აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა

07 სექტემბერი 2020, 12:15 1007 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა. მუშაობა მას შემდეგ შეწყდა, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ინფიცირებული ბათუმის კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობს,  თანამშრომლებს კი ტესტირება ჩაუტარდა. პირველი ტესტის პასუხები ყველა თანამშრომელთან უარყოფითია. ორი დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგები კონტაქტებს იკვლევდნენ. საკარანტინო სივრცეში 12 ადამიანია გადაყვანილი. რამდენიმე თანამშრომელი კი იზოლაციაში იმყოფება. ტელევიზიისა და რადიოს შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით და მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ორი დღის განმავლობაში აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყვეტილი იყო. ეთერში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ტრანსლირება ხდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში