ტურისტული ობიექტების მეპატრონეები კვლავ დახმარების მოლოდინში. პანდემიით დაზარალებულებს, უსახლკაროდ დარჩენის შიში აქვთ, რადგან სესხით მოწყობილი სასტუმროები წელს, სეზონის ჩავარდნისა და ჯავშნების გაუქმების გამო დამსვენებლებით საკმარისად ვერ შეივსო. ამიტომ ახლა ითხოვენ ერთს, გადაუვადდეთ საბანკო ვალდებულებები.
ყველას, განსხვავებული საბანკო ისტორია აქვთ, ამიტომ როგორც ამბობენ სამშაბათს ქობულეთის მაჟორიტარს უნდა შეხვდნენ.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტურისტული ობიექტების მეპატრონეებმა, მერიაში განცხადება უნდა შეიტანონ.