ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც 

04 სექტემბერი 2020, 17:12 2100 ნახვა

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ორი კი დაშავდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კლუბ "დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

 დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ. 

''პირველადი ინფორმაციით, შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება. დაშავდა ორი მუშა, სამწუხაროდ გარდაცვლილია ერთი ადამიანი. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში