აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა

04 სექტემბერი 2020, 10:50 4371 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 9 - საკონდიტრო მაღაზია "დონას" კონტაქტია, 1 - მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, 1 პირი კარანტინიდანაა,  2 კი აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრებია.

"გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 9 დონას კონტაქტია. მათ შორის შვიდი არის თანამშრომელი ან მათი ოჯახის წევრი, ორი კი ხშირი მომხმარებელი. კარვებსა და პოლიკლინიკებში ტესტირება გრძელდება. აღებული იყო 2000-მდე ნიმუში. აქედან კოვიდინფექცია ორს დაუდასტურდა და ისინი ამ 13 ინფიცირებულებს შორის არიან. მათ კოვიდი პოლიკლინიკაში ნებაყოფლობითი კვლევისას დაუდგინდათ. რაც შეეხება "საქართველოს ბანკს", დადასტურებულია ერთი შემთხვევა და კონტაქტების ძიება ამ დრომდე გრძელდება. აღებულია სინჯებიც. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მიმდინარეობს პირველი და მეორე კატეგორიის კონტაქტების განსაზღვრა. ამ ეტაპზე აჭარაში დამატებითი შეზღუდვა არ იგეგმება მაგრამ გამკაცრდება კონტროლი უკვე არსებულ რეგულაციებზე

ყველა დადასტურებულ შემთხვევაზე მიმდინარეობს გაფართოებული კვლევა, კონტაქტების მოძიება, რომლის ნახვაც შესაძლებელია. ხდება მათი იზოლაციაზე ან კარანტინის რეჟიმზე გადაყვანა. რაც შეეხება შემთხვევების მატებას, ერთი მიკრო აფეთქება გვაქვს დონას კლასტერში და მის ირგვლივ გაიშალა კვლევები. ამიტომ დაიწყო კარვებში ინტენსიური ტესტირება. გვაქვს შემთხვევები, რომელიც გასცდა საკარანტინო სივრცეს, სწორედ ამიტომ გაფართოვდა ტესტირების არეალი."- განაცხადა ნონა ეფაძემ.

ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი