სასტუმრო ტესტების პასუხების მოლოდინში

03 სექტემბერი 2020, 15:05 1354 ნახვა

ამ დრომდე დაკეტილია ჩაქვში სასტუმრო ''დრიმლენდ ოაზისი'', დღის ბოლომდე კორონავირუსზე ტესტების პასუხებს ელოდებიან. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი უკვე გუშინვე გახმოვანდა.

ერთი იყო მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი, ხოლო მეორე კი სასტუმრო „ოაზისის" სტუმარი. დანარჩენი ოთხი შემთხვევა, ეს გახლავთ: სატვირთო ავტომობილის მძღოლი, უცხოელი, რომელიც დაბრუნდა სამკურნალოდ თავის ქვეყანაში.  ერთი საკარანტინო სივრციდან, ერთი ე.წ. დონას კლასტერიდან კონტაქტირებული პირი, ერთმა კი ჩივილებით მიმართა „ცხელების ცენტრს“.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში