შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ინდოეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. შსს ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში.
აღნიშნული დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.