ქობულეთის მერიაში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა 

01 სექტემბერი 2020, 13:53 2526 ნახვა

სტატისტიკის შენობაში შესახლებული ერთი მოქალაქე, რომელმაც მერიის შენობაში ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. 

აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი ქობულეთი ევექსის კლინიკაში მოათავსეს. ის მერთან, მირიან ქათამაძესთან  შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

მერიაში, ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები, ასევე მედიკოსების და სახანძრო-სამაშველოს სამსახური ჯგუფები. 

ყოფილი სტატისტიკის შენობაში შესახლებულები ამბობენ, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. მათი თქმით, სანამ ოფიციალურ დოკუმენტს და გარანტიებს არ მიიღებენ აქციებს არ შეწყვეტენ. 

მირიან ქათამაძე შეკრებილებს დაჰპირდა, რომ მათ უკანონოდ არავინ გამოასახლებს. ინვესტორთან კი მოლაპარაკება მიმდინარეობს. მერის განმარტებით, აღნიშნულ შენობაში მცხოვრებლებმა უნდა შეაგროვონ სპეციალური სია, სადაც ყველა ოჯახის მონაცემი და ბინის ფართობი იქნება მითითებული.

''დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია თითოეული ოჯახიდან ელოდა ზუსტ მონაცემებს, იმისას თუ რამდენ კვადრატულ მეტრ ფართს ფლობენ ისინი. ამის მოხედვით, პროპორციულად, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ამ ოჯახების ინტერესი საცხოვრისთან დაკავშირებით. ამაზე ძალიან რეალური აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეს ადამიანები რჩებიან ამ შენობაში და ეს გადაწყვეტილება ძალიან მყარია. აქციები და შეკრებები კი გარკვეულწილად პოლიტიკურადაა მართული'' - განაცხადა ქობულეთის მერმა.

12 ოჯახს მერის სიტყვიერი დაპირების არ სჯერათ და ისინი გარანტიებს ითხოვენ. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში