კერძო სასტუმროების მეპატრონეები შეღავათებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ითხოვენ

31 აგვისტო 2020, 19:49 1751 ნახვა

ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მფლობელების მიერ გამოყოფილი, 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის წევრები, გუშინ, ქობულეთის მაჟორიტარს, საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძეს და ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს პარტიის ოფისში შეხვდნენ და ისაუბრეს.

საუბრის მთავარი თემა იყო, საოჯახო სასტუმროების მფლობელებს, ბანკებიდან აღებული სესხები ერთი წლის ვადით გადავადების მოთხოვნა იყო. რადგან ისინი წლევანდელ სეზონზე დარიცხული ნამატი პროცენტის სრული სუბსიდირებას ითხოვენ სახელმწიფოს მხრიდან.

სასტუმროების მფლობელები ამბობენ, რომ მათ დაპირება მიიღეს და პარასკევს ეცოდინებათ საბოლოო პასუხი, თუ რა ფორმით მოხდება მათზე დახმარების გაწევა.

როგორც კობა ნაკაიძე ამბობს, ყველა ცენტრალურ დონეზე აპირებს ყველა საჯარო პირთან შეხვედრას, მათ შორის ხვალ პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს და ბანკების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

"უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ ექვსი თვით.

ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 2-3 ოთახს საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ და აქაც მინდა დაგპირდეთ, რომ ჩვენ გუშინ, გუშინ წინ გვქონდა საუბრები რეგულატორთან, ცალკეულ ბანკებთან და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ, ყველაფრით დავეხმარებით ადამიანებს, რომ სესხების გადავადება მოხდეს შემდგომი სეზონის დაწყებამდე", - განაცხადა გიორგი გახარიამ ჩაქვში, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი