კორონავირუსის პანდემიის გამო, გაკოტრების პირას მისული კერძო ბაღები და მშობლები, რომლებსაც ბავშვების დამტოვებელი არ ჰყავთ. უკვე დაანონსდა, რომ სკოლამდელი დაწესებულებები 1-ლი ოქტომბრიდან მიიღებენ აღსაზრდელებს, თუმცა კრიზისში მყოფი კერძო სექტორი, მათთვის თარიღის 1 თვით ადრე გადმოწევას ითხოვს, რადგან შემოსავლის გარეშე არიან. სხვათა შორის, ბაღებში, შესაძლოა, ბავშვთა რაოდენობა შეიზღუდოს, რაც კერძო სექტორისთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება.