საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 აგვისტო 2020, 10:17 1717 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 28 აგვისტოს მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 1455 გახდა.

ექვსით გაიზარდა ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის 1196-ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევვიდან ორი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, კიდევ სამის წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში